არასრულწლოვნის გაუპატიურება

კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი რამდენჯერმე გააუპატიურა,16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

UNICEF

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გორის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გ.ზ. დამნაშავედ ცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ზ. ძალადობით, ძალადობის მუქარით და ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვან დაზარალებულს სხვადასხვა დროს აუპატიურებდა. 

გორის საქალაქო სასამართლომ გ.ზ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლის მე-4 ნაწილის გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. 

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

კომენტარები