მარნეული

მარნეულში მკვლელობა მოხდა, დაკავებულია არასრულწლოვანი

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მარნეულში არასრულწლოვანი [2005 წელს დაბადებული ა.მ.] განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ მარნეულში, ურთიერთშელაპარაკებისას 1992 დაბადებული ა.ი. ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები