შალვა ნათელაშვლი

ნათელაშვილი: ივანიშვილის პოლიტიკურ საფლავზე დავდებ ქვას, რომ პატარა ბიძინები არ ამოძვრნენ

მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად, სადეპუტატო უფლებამოსილებას წყვეტს პარლამენტი იმის გამო, რომ წევრს პოლიტიკური ბოიკოტი აქვს გამოცხადებული არჩევნების გაყალბებისა და მიტაცებული ძალაუფლების გამო. ლეიბორისტული პარტია და პირადად მე, ივანიშვილის პოლიტიკურ საფლავზე დავადგამთ დიდ ქვას, რომ იქიდან არასოდეს პატარა ბიძინები აღარ ამოძვრნენ და საქართველოს მომავალი არ გაამრუდონ.

თქვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისთვისა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო მანდატების შეჩერებას მხარი დაუჭირა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, მათ უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს. 

კომენტარები