უკრაინა-საქართველო

წერეთელი: უკრაინის ელჩმა მადლიერება გამოხატა ქართული საზოგადოების სოლიდარობისთვის

ელჩთან შეხვედრა იყო საინტერესო, ჩვენ გვქონდა ანალიზი არსებული ვითარების, გარკვეული ინფორმაცია მოვისმინეთ მისგან, ხედვები თუ როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს და გამოხატეს დიდი მადლიერება იმის გამო, რომ ქართული საზოგადოება ასე აქტიურად არის ჩართული სოლიდარობის პროცესში.

ჩვენი აქცია იყო გუშინ, რამდენიმე კიდევ სხვა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა გრძნობდეს მხარდაჭერას საქართველოსგან, ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში, სამწუხაროდ სახელმწიფო და მისი პირველი პირები არ არიან აქტიურები ამგვარი ქვეცები არ იქნება კარგის მომტანი საქართველოსთვის საერთაშორისო სარბიელზე.

ამბობს ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი უკრაინის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები