პოლიციელების ძალადობა

ვოლსკი ძალადობაზე: იმდენად შეუსაბამოა პოლიციის ხასიათთან, განზრახ ჩადენის ეჭვსაც ბადებს

ესაა სექტა, რომელიც მხარს უჭერდა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილ და გამოცხადებულ სადიზმს, რამაც შეიწირა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, გიორგი გამცემლიძე, ის აჭარელი ბიჭები და არაერთი სხვა, სია გრძელია! პროტესტის პათოსი იმდენად ყალბია, ხოლო დანაშაული იმდენად თვალსაჩინო და სრულიად შეუსაბამოა დღევანდელი პოლიციის ხასიათთან, რომ განზრახ ჩადენის ეჭვსაც ბადებს.

წერს ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი მეტროსადგურ ისანში პოლიციელების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანის ცემის საქმეზე. მომხდარზე 2 პოლიციელია დაკავებული.

კომენტარები