ცოლის მკვლელობა

ლაგოდეხში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

Tabula

ლაგოდეხში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა. შემთხვევა გუშინ, 15 იანვარს მოხდა.

გუშინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი გაზის გაჟონვით გარდაიცვალა, თუმცა დღეს, 16 იანვარს შსს-მ მისი ქმარი დააკავა. 

სავარაუდოდ, კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გაგუდა, ხოლო შემდეგ გაზი მოუშვა და დატოვა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საქმეზე მიმდინარეობს მოკლვლევა. 

კომენტარები