საგარეო ვაჭრობა

2021 წელს საქართველოს ექსპორტი 26.9%-ით, იმპორტი კი 25.1%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.6%-ით მეტია.

2021 წელს საქართველოს ექსპორტმა 4.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.9%-ით მეტია 2020 წლის ექსპორტის მაჩვენებელზე, იმპორტი კი გასულ წელს 10.1 მლრდ აშშ დოლარამდე იყო, რაც 25.1%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წელს 5 834.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7% შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტაი 20 იანვარს გამოაქვეყნებს, რომელშიც გავიგებთ თუ რის ხარჯზე გაიზარდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2021 წელს.

კომენტარები