ევროპული საქართველო

ბათუმში, სუს-ის შენობასთან ყური მიიტანეს – ევროპული საქართველოს ახალგაზრდულის პერფორმანსი

ევროპული საქართველოს ახალგაზრდული გუნდის წევრებმა ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან (სუს) აქცია-პერფორმანსი გამართეს და ყური მიიტანეს.

მათი თქმით, ამ აქცია-პერფორმანსის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსნონ ყველას, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლებას სწორედ ამ ორგანოს დახმარებით ინარჩუნებს, რომელიც ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაცვლას, მათი მოსმენითა და შანტაჟითაა დაკავებული.

"ევროპული საქართველოს აქტივისტებმა მოვიტანეთ ყური ქართული ოცნების ლოგოთი, რომელიც დღევანდელი რეალობის აღმნიშვნელია, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად თითოეული ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქის მოსმენითა და შანტაჟითაა დაკავებული.

ისინი ემსახურებიან ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ ინტერესებს, რომელსაც სურს ქვეყანაში დიქტატურისა და რუსული პოლიტიკის დამკვიდრება. ჩვენ ევროპული საქართველოს გუნდი, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ ივანიშვილს გამოვაცალოთ ხელისუფლებაში ყოფნის ეს ბერკეტი. აქედან გამომდინარე ჩვენ ვებრძვით ამ სისტემას". – ამბობს ევროპული საქართველოს აქტივისტი, გიორგი ცინარიძე.

კომენტარები