მთავრობის სხდომა

ღარიბაშვილი: ჩვენ მოქალაქეები შევაჩვიეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას

არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, ზრდასრული შრომისუნარიანი მოსახლეობა ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ შევაგუეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. რეალურად დღეს, შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს ახალი სამუშაო, იმის შიშით, რომ მას შემდეგ სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება. არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს და ეს რა თქმა უნდა არის კატასტროფა, ეს არის შემაშფოთებელი და ჩვენ როგორც ხელისუფლებამ, მთავრობამ უნდა გადავდგათ გაბედული ქმედითი ნაბიჯები.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის სხდომაზე. 

კომენტარები