ვაქცინაცია

FDA-მ 5 წლის ზემოთ ბავშვების Pfizer-ის ვაქცინით აცრას მხარი დაუჭირა

აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ [FDA]  5 წლის ზემოთ ბავშვების  Pfizer-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯერ კიდევ სექტემბერში FDA-მ გაავრცელა კვლევების შედეგი, რომელიც ადასტურებს ვაქცინის უსაფრთხოებას ამ ასაკობრივ კატეგორიაში.

ჯერჯერობით აშშ-ში 12 წლის ზემოთ მოსახლეობას ცრიან, ახალი გადაწყვეტილება კი დაახლოებით 28 მილიონ ბავშვს შეეხება. სავარაუდოდ, მათი აცრა შემდეგი თვიდან დაიწყება.

აშშ-ის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში 5-11 წლამდე 160 ბავშვი გარდაიცვალა. რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ პანდემიის დაწყებიდან საქართველოში 9 ბავშვი და მოზარდი გარდაიცვალა COVID-19-ით.


23 აგვისტოს, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ Pfizer-BioNTech-ის მიერ შემუშავებულ Covid-19-ის ვაქცინას საბოლოო, სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

"საზოგადოებას შეუძლია მეტად დარწმუნდეს, რომ ვაქცინა აკმაყოფილებს  უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს, რასაც FDA მთავარ მოთხოვნად აყენებს პროდუქტის ავტორიზაციისთვის". – თქვა FDA-ის მოქმედმა კომისარმა, ჯანეტ ვუდკოკმა.

FDA-ის გადაწყვეტილების შემდეგ Pfizer-ის ვაქცინა Covid-19-ის პირველი ვაქცინაა, რომელმაც  სრული ავტორიზაცია მიიღო. 

კომენტარები