ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 28 ოქტომბრამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 25 ოქტომბერს გაწვიმდება (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე დაიკლებს, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

მათივე ცნობით, 26-27 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო, მაგრამ გრილი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 25-27 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს. 25 ოქტომბერს დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

კომენტარები