მე-10 მოწვევის პარლამენტი

ხაზარაძე: პარლამენტში შეგნებულად ვარ, მაგრამ ამომრჩევლის იმედს ნამდვილად ვერ ვამართლებ

არავინ მაიძულებდა და ცხოვრებაში არ მახსოვს, რაიმე ისეთი გადაწყვეტილება მიმეღოს, რომელიც ვიღაცის ძალადობით ან იძლებით გამეკეთებინოს. მსგავს რამეს ჩემს ბიოგრაფიაში ვერ ნახავთ. მე ვარ შეგნებულად პარლამენტში, თუმცა, აქვე მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად ვერ ვასრულებ და ვამართლებ იმ ამომრჩევლის იმედებს, რომლითაც პარლამენტში შევედი. იმიტომ, რომ ეს პარლამენტი არის ძალიან პოლარიზებული, არის ერთმმართველურ გადაწყვეტილებაში ჩაკეტილი. მათ ოპოზიცია უბრალოდ არ აინტერესებთ, არანაირი აზრი, არანაირი საქმიანი მსჯელობა ამ პარლამენტში არ მიდის - თვითონ იგონებენ, თვითონ წერენ ამ კანონებს. ის იყო ჩვენი მოწოდება და იმიტომ შევედით შარლ მიშელის დოკუმენტით პარლამენტში, რომ არაერთპარტიულ და მრავალპარტიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ.  

ასეთი ტიპის პარლამენტი, როგორიც გვაქვს საქართველოში, ჩვენი ქვეყნისთვის და, მით უმეტეს, კრიზისში მყოფი ქვეყნისთვის აზრს კარგავს. რატომ ვართ ამდენი ხანი - ვართ იმიტომ, რომ თუნდაც ის ოპოზიციური ხმა მაინც გავაგონოთ და დავანახოთ.

ამბობს ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

კომენტარები