არჩევნები 2021

OSCE: კამპანიების დაფინანსების არასაკმარისი კონტროლი, თანამდებობრივი რესურსი წაადგა ოცნებას

ალბერტ იონსონი, OSCE-ს სადამკვირველო მისიის ხელმძღვანელი

OSCE/ODHIR-ის სადამკვირვებლო მისია 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარ შეფასებას აქვეყნებს. დამკვირვებლების შეფასებით "2 ოქტომბრის არჩევნები მთლიანობაში იყო კარგად ადმინისტრირებული, თუმცა ჩატარდა გაგრძელებული პოლიტიკური კრიზის ფონზე და ხასიათდებოდა გაძლიერებული პოლარიზაციით", ხოლო არჩევნების დღემ ჩაიარა მოწესრიგებულ და მშვიდ გარემოში, თუმცა დამკვირვებლების შეფასებით, დისბალანი რესურსებში წაადგა მმართველ პარტიას.

"2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები მთლიანობაში იყო კარგად ადმინისტრირებული, მაგრამ ჩატარდა გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე და ხასიათდება გაძლიერებული პოლარიზაციის. მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება კამპანია ჩაეტარებინათ თავისუფლად და კონკურენტულ გარემოში, თუმცა ეს გარემო ხასიათდებოდა ფართოდ გავრცელებული ბრალდებებით დაშინებაზე, მოსყიდვაზე, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლასა და არათანასწორ პირობებზე. საკანონმდებლო ჩარჩო მთლიანობაში შეესაბამება დემოკრატიულ არჩევნებს და არჩევნებისთვის მომზადების პროცესი იყო გამჭვირვალე და პროფესიონალურად წარმართული. ჭარბმა ფოკუსირებამ ეროვნულ პრობლემებზე და ეროვნულ პოლიტიკაზე არჩევნების გავლენაზე გადაფარა ადგილობრივი პრობლემები. მრავალფეროვანი მედია გარემო იყო ძლიერ პოლარიზებული და ნაკლებად სთავაზობდა [მაყურებელს/მკითხველს] ანალიტიკურ გაშუქებას, გაშუქება იყო სელექციური, რამაც შეზღუდა ამომრჩევლების უნარი გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. ჟურნალისტების დაშინების და ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევები შეშფოთებას იწვევს.

მნიშვნელოვანი დისბალანსი რესურსებში, კამპანიების დაფინანსების არასაკმარისი კონტროლი და თანამდებობრივი რესურსის უპირატესობა კიდევ უფრო წაადგა მმართველ პარტიას. ქალების არასაკმარისად წარმომადგენლობა კამპანიაში, აჩვენებს რომ საჭიროა ქალების წარმომადგენლობის გაზრდა პოლიტიკაში. არჩევნების დღემ ჩაიარა მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ, მიუხედავად გარკვეული პროცედურული პრობლემებისა, კონკრეტულად ხმების დათვლის დროს. თუმცა სამოქალაქო დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად საყოველთაო გამოყენება, რომლებიც პერიოდულად ხელს უშლიდნენ პროცესს, და ინდივიდების ჯგუფები, რომლებიც პოტენციურად გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე საარჩევნო უბნებს გარეთ, იწვევს შეშფოთებას." – წერია ანგარიშში.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები