ეკონომიკა

საქსტატი: გასულ წელთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა აგვისტოში 10.3%-ით გაიზარდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აგვისტორში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.3% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 12.0%-ა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა, ხოლო გასული წლის პირველი რვა თვის საშუალო კლებამ 5.6% შეადგინა.

საქსტატი

2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა
შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა,
ვაჭრობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება,
სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და
დასვენება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და სამთომოპოვებითი მრეწველობის
დარგებში.

კომენტარები