მშპ

2021 წლის II კვარტალში ეკონომიკა 29.9%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით

Reuters

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, 2021 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 15 912.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით  29.9 პროცენტით მეტია. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 10.3 პროცენტით.

2021 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა (53.9 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (42.3 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (133.6 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (47.0 პროცენტი), მშენებლობა (36.9 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (75.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (45.5 პროცენტი). კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.3 პროცენტი) და განათლება (-1.4 პროცენტი).

 

კომენტარები