Creams

ქართველი მუსიკოსის, Creams-ის ტრეკი Netflix-ის სერიალ ლუციფერში გამოიყენეს

ქართველი მუსიკოსის, ნათია ჭიჭინაძის, იგივე Creams-ის ტრეკი Sleep On Me, ნეტფლიქსის სერიალ ლუციფერში გამოიყენეს. ინფორმაციას მუსიკოსი თავის Facebook გვერდზე ავრცელებს. 

"დაახლოებით 3-4 თვის წინ მომწერეს, მაგრამ ისიც გამაფრთხილეს, რომ თუ ალტერნატიულ ტრეკს იპოვიდნენ, შეიძლება არ ჩაესვათ. ამიტომაც მშვიდად მივუდექი ამ ფაქტს. ახლა როცა დაიდო, ძალიან გამიხარდა. 

უცნაური შეგრძნებაა. აქამდე ამ კუთხით არ მომისმენია ჩემი ტრეკისთვის". - ამბობს მუსიკოსი ტაბულასთან საუბრისას.

Creams-ის ტრეკი ლუციფერის მე-6 სეზონის მე-5 ეპიზოდშია გამოყენებული. 

კომენტარები