ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო ოცნებას თერჯოლაში წინასაარჩევნო ზეწოლასა და დევნაში ადანაშაულებს

გიგი წერეთელი
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი, ხელისუფლებას თერჯოლაში წინასაარჩევნო ზეწოლასა და დევნაში ადანაშაულებს. მისი თქმით, პარტიის წევრი, რუსუდან კოვზირიძე, იზოლაციიდან აუდიტის სამსახურის მოთხოვნით გამოიყვანეს და შემდეგ წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.

წერეთელის თქმით, თერჯოლის კულტურისა და ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელს, რუსუდან კოვზირიძეს, რომელიც ამავდროულად პარტიის წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატია "ურჩიეს" ოპოზიციურ პარტიასთან კავშირი გაეწყვიტა, უარის შემდეგ კი მასზე პოლიტიკური დევნა დაიწყო.

"მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან კოვზირიძემ პარტიასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, მასზე პოლიტიკური შტურმი ამოქმედდა. პირველ ეტაპზე ქალბატონ რუსუდან კოვზირიძესთან ე.წ. მრჩეველები მივიდნენ, რომლებმაც ოპოზიციურ პარტიასთან კავშირის გაწყვეტა ურჩიეს, თუმცა უარის შემდეგ მასზე უკვე პოლიტიკური დევნა დაიწყო. მისი შვებულებაში გასვლისა და კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, ცენტრში აუდიტის სამსახური შევიდა და ხელმძღვანელისგან დოკუმენტის გადაცემა მოითხოვა. რუსუდან კოვზირიძემ განუცხადა აუდიტს, რომ იზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა აუდიტის სამსახური მას დაწესებულებაში მისვლას აიძულებდა. სწორედ ამიტომ იზოლაციიდან მეექვსე დღეს რუსუდან კოვზირიძეს PCR ტესტზე უარყოფითი პასუხის შემდეგ ცენტრში მისვლა მოუწია, რა დროსაც მასთან სამართალდამცავები გამოცხადდნენ და იზოლაციის წესის დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს".- ამბობს გიგი წერეთელი  და აღნიშნავს, რომ კოვზირიძე კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.  

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები