კორინავირუსი საქართველოში

ბათუმში COVID-19-ით 54 წლის ქალი და მისი 31 წლის შვილი გარდაიცვალნენ

ბათუმის კლინიკა ბაუში კორონავირუსით 54 წლის ქალი და მისი 31 წლის შვილი გარდაიცვალნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას კლინიკის პრესსამსახურმა დაუდასტურდა. მათივე ცნობით, არც დედას და არც შვილს სერიოზული თანმხლები დაავადება არ ჰქონიათ.

დედა გუშინ, 27 აგვისტოს გარდაიცვალა, დღეს, 28 აგვისტოს კი - მისი 31 წლის შვილი. ისინი საავადმყოფოში 30 ივლისს გადაიყვანეს.

დღეს, 28 აგვისტოს, COVID 19-ით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 247 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 540 449 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 7 175 და გამოჯანმრთელდა 476 555 პირი.

კომენტარები