კორონავირუსი საქართველოში

პრემიერი: შეიძლება ლოკალური შეზღუდვები, როგორც ახლა ვქენით, მაგრამ ეკონომიკას არ ჩავკეტავთ

ყველა შეთანხმდა, მათ შორის, ამერიკის NCDC-ს ხელმძღვანელი, ბატონი ენტონი ფაუჩი, გამოვიდა ღიად და თქვა, რომ ქვეყანა აღარ ჩაიკეტება. ეს არ არის მთავრობის პოლიტიკა, არამედ, ეს არის მეცნიერების და ეპიდემიოლოგების პოლიტიკა.

შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ლოკალური, გარკვეული შეზღუდვები შეიძლება დავაწესოთ, ისეთი, როგორიც ახლა შემოვიღეთ, რომ სიტუაცია დავამშვიდოთ, დავასტაბილუროთ, თან ვმართოთ ეს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ისე, რომ ეკონომიკა არ ჩავკეტოთ ხელახლა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვერ გაუძლებს ამას, აღარ გვინდა ეს ვალების აღება, აღარ გვინდა ხალხის გამოკეტვა სახლებში, დეპრესია და ის საშინელი ნიჰილისტური დამოკიდებულება, რაც ქვეყანაში იყო

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ცნობისთვის, 14 აგვისტოდან საქართველოში გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე, აკრძალულია ფესტივალები, კონცერტები და სხვა ხალხმრავალი ღონისძიებები. 25 აგვისტოდან კი, კვების ობიექტების სამუშაო დრო კიდევ ერთი საათით შემცირდა - მათ კლიენტის ადგილზე მომსახურება მხოლოდ 22:00-მზე შეუძლიათ.

კომენტარები