კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია არჩევნების გადადებაზე: არ გავცემთ ასეთ რეკომენდაციას, თუ მოქმედ წესებს დაიცავენ

დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო არ გასცემს ასეთ რეკომენდაციას იმ დაშვებით, რომ წესები, რომლებიც მოქმედებს, იძლევა დაცვის კარგ შესაძლებლობას, მთავარია აღსრულდეს. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ყველა ის სუბიექტი, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, დაიცავს იმ მოთხოვნებს, რაც დაწესებულია. ჩვენ უშუალოდ ვმუშაობთ ცესკოსთან, რათა სწრაფი ვაქცინაციის პროცესში დავეხმაროთ, ასევე სწრაფი ტესტირების პროცესში. უფრო საშიშია სპონტანური და დაუგეგმავი აქტივობები - ეს არის, რაც ქმნის ეპიდემიის გავრცელების რისკებს.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.

კომენტარები