საქართველო-უკრაინა

ღარიბაშვილი: უკრაინას და საქართველოს შორის COVID-19-ის სერტიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა

მინდა აღვნიშნო, რომ COVID- 19-ის სერტიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო გაამარტივებს როგორც ჩვენი მოქალაქეების ვიზიტებს უკრაინაში, ასევე უკრაინელების ვიზიტს საქართველოში. მე მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ჩემს ძვირფას კოლეგას მასპინძლობისთვის. ძალიან მიხარია, რომ ვიმყოფები კიევში. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში და მჯერა, რომ ბევრჯერ გვექნება წარმატებული ვიზიტები როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიგალთან ერთად გამართულ ბრიფინგზე კიევში.

კომენტარები