საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $7 481.6 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.7%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 27.8%-ით გაიზარდა და 2 275.6 მლნ აშშ დოლარს შეადგინა, ხოლო იმპორტი 19.3%-ით, 5 206.0 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-ივლისში, 2 930.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2%-ია.
საქართველოს მთლიან ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 15.3%-ია, დსთ-ის ქვეყნების წილი - 46.7%. იმპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 23.1%-ია, ხოლო დსთ-ის ქვეყნების წილი - 29.1%.
2021 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4% შეადგინა.
საგარეო სავაჭრო ბრუნვის მიხედვით საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა:
- თურქეთი - 1 107.3 მლნ აშშ დოლარი;
- რუსეთი - 868 ათასი აშშ დოლარი;
- ჩინეთი - 829.9 ათასი აშშ დოლარი;
- აზერბაიჯანი - 586.9 ათასი აშშ დოლარი;
- აშშ - 422.5 ათასი აშშ დოლარი;
- უკრაინა - 401.1 ათასი აშშ დოლარი;
- სომხეთი - 397.9 ათასი აშშ დოლარი;
- გერმანია - 279.2 ათასი აშშ დოლარი;
- ბულგარეთი - 222.9 ათასი აშშ დოლარი;
- იტალია - 154.9 ათასი აშშ დოლარი.