კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 359 შემთხვევა, დღიური დადებითობა 10.52%-ია

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა  50 937 ტესტი და დადასტურდა 5 359 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 726 პაციენტი.

12 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 7 დღის მანძილზე - 10.74%, ხოლო 14 დღის მანძილზე - 9.90%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 187 შემთხვევა, აჭარაში - 813, იმერეთში - 698, ქვემო ქართლში - 270, შიდა ქართლში - 307, გურიაში - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 335, კახეთში - 372, მცხეთა-მთიანეთში -148, სამცხე-ჯავახეთში - 102, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 35.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 50 192, საიდანაც 6 635 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 327 პირი, აქედან 326 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  471 685-ს, აქედან 6 321 პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 415 146-მდე.

კომენტარები