ვაქცინაცია

გამყრელიძე: შემდეგი კვირიდან გაიხსნება ამცრელი ცენტრები, სადაც ჩაწერის გარეშე შეიძლება აცრა

ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, საქართველოს მოქალაქეებისადმი, რომ გარდა წინასწარი ბუქინგისა, აქტიურად მივმართოთ ყველა ამცრელ სამედიცინო დაწესებულებას. ასეთი 184 სამედიცინო დაწესებულებაა ქვეყანაში 354 ბრიგადით. დღეს გაიხსნა ძალიან კარგი ამცრელი ცენტრი მცხეთაში, ხვალ იწყებს სერიოზული ამცრელი ცენტრი მუშაობას ტექნიკური უნივერსიტეტის მე-7 კორპუსში, რომელიც 10 ბრიგადით არის დაკომპლექტებული  და ეს ცენტრი არის აფილირებული რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან და ეს საავადმყოფო აწარმოებს მენეჯმენტს. ასეთივე ამცრელი ცენტრები მომავალი კვირის განმავლობაში გაჩნდება რამდენიმე დიდ უნივერსიტეტთან, საუნივერსიტეტო სივრცეებში, ასეთი იქნება თბილისში დიდ უნივერსიტეტთან, ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტთან, ბათუმის უნივერსიტეტთან, რომ ადამიანები მივიდნენ ყოველგვარი წინასწარი ჩაწერის გარეშე და აიცრან. 

თქვა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები