ვაქცინაცია

ღარიბაშვილი: WHO-ს გენ.დირექტორთან მქონდა ნაცნობობა, მისი შუამავლობით მივიღეთ მლნ-ზე მეტი Pfizer

როცა მე დავინიშნე პრემიერმინისტრად, არ ჩამოვიდა საქართველოში. მე გადავწყვიტე მაშინ, დავავალე კაბინეტს და დავიწყეთ პირდაპირ მწარმოებლებთან, მომწოდებლებთან მუშაობა. მაშინ კომუნიკაციაზე საერთოდ არავინ არ გამოდიოდა. კვირების განმავლობაში ელოდებოდნენ პასუხს მეილით. მე მქონდა ნაცნობობა, ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერმინისტრობის დროს, ჯანმოს გენერალურ დირექტორთან, რომელიც იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მასთან მქონდა პირდაპირი კომუნიკაცია, მისი დახმარებით, მისი უშუალო კომუნიკაციით და შუამავლობით დავუკავშირდი Pfizer-ის პრეზიდენტს, მწარმოებელი კომპანიის პრეზიდენტს, რომელმაც საკუთარი ადმინისტრაციის უფროსის ჩართულობით, ჩემს აპარატთან, ჩემს ადმინისტრაციასთან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან, მაქსიმალურად დავაჩქარეთ პროცესი და დღეს მივიღეთ მილიონზე მეტი Pfizer-ი საქართველოში.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა

კომენტარები