აგვისტოს ომი

ლატვიის საგარეო: რუსეთი ოკუპაციით აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას

სირცხვილია

რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს.

"13 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ. საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციით რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას. ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებები." – წერს უწყება.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

 

კომენტარები