თვითმმართველობის არჩევნები 2021

ხოშტარია: ჩვენ გთავაზობთ მოდელს, სადაც იქნება იდეების და არა კუნთების ჭიდილი

ჩვენ გთავაზობთ იმ მოდელს, სადაც იქნება იდეების და არა კუნთების ჭიდილი, სადაც ადამიანის ჩაგვრა, უსამართლობა და ჩაგვრა გამოირიცხება და ეს არის კოალიციური მმართველობის ფორმა, ერთიანობა არ უნდა იყოს დანაშაულში შეთქმულთა ჯგუფი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სასამართლოში, პარლამენტში და ოცნების ბევრ სხვადასხვა ნაწილში, მე და ნიკა ვართ ერთიანი ამ ბრძოლაში, მაგრამ ვართ და ვიქნებით ერთმანეთის კონტროლზე მიმართული, ქვეყნის თუ ქალაქის მმართველობაში ამ ქვეყანას აღარ სჭირდება მონოლითი ძალაუფლებაში, ჩვენ გვჭირდება სხვადასხვა ძალების მიერ ძალაუფლების კონტროლი, ჩვენ უნდა გადავდგათ ის ნაბიჯი, რომ საკრებულო აღარ იყოს მერის ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელება და უბრალოდ დანამატი, სწორედ ასეთი მონოლითია იმის მიზეზი, რომ საკრებულოს წევრები ხელს სწევენ და მთას ჩუქნიან მმართველს და ორსაუკუნიანი შენობის დანგრევაზე აწერენ ხელს, ამ არჩევნებმა, თბილისმა უნდა ანახვოს, რომ ეს ასე არ იქნება.

თქვა მოძრაობა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები