ოპერატორის გარდაცვალება

ბოკერია: გადავდოთ გვერდზე ჩვენი კამათი, დემოკრატიული ოპოზიცია ამ პარლამენტში არ უნდა იყოს

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს სურათი, რაც დავინახეთ ამ დღეებში, დღეს ღარიბაშვილის განცხადება, მაგალითად, დიდი ხანია მწიფდება და ასეა, უბრალოდ, სხვადასხვა ეტაპები აქვს ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას და აქედან გამომდინარე, იზრდება საფრთხე ქვეყნისთვის. ისეთი მკაფიო ნათქვამი, აი, დღეს რაც მოვისმინეთ, არის ომის გამოცხადება კი არა, დადასტურება ომის არამარტო დამოუკიდებელი მედიის მიმართ, არამედ ამ ქვეყნის მომავლის მიმართ, ბოლომდე შეზელვა ამ შავრაზმული, პუტინისტური გზავნილის ან დეტალის, რომ ეგენი პატრიარქის დაჭერას აპირებენ. სტილიც იგივეა, ტყუილის ნიაღვარიც და ცდილობენ, რომ ეს ძალადობაში გადაზრდილი ზიზღი გამოიყენონ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.

[...] ეს არის დიდი საფრთხე, ბრძოლა ღირებულებებისთვის და მომავლისთვის, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით, ამ ბოროტების ძირი ივანიშვილშია და ღარიბაშვილი უბრალოდ მისი ამ თანავარსკვლავედის ერთი ფრთაა, ეს ამ ბნელეთის მოციქულებში ყველაზე ბნელი ფრთაა. ამის გამო, იმ კატასტროფის გამო, რაც მოხდა 5 ივლისს და რაც იკადრეს ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ, მისი გადადგომა სწორი მოთხოვნაა.

მესმის ჩვენი კოლეგების აღშფოთება და ამის გამოხატვა პარლამენტის დარბაზში, კატასტროფა იყო, რაც ვიხილეთ ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებისგან, შინაარსით, ფორმით, ძალადობით, მაგრამ მე მოხარული ვარ, რომ გამოეხმაურნენ ევროპული საქართველოს მოწოდებას, გადავდოთ გვერდზე ჩვენი კამათი, განსხვავებული პოზიციები, როცა იყო მოლაპარაკებები ბოიკოტთან დაკავშირებით და ახლა, ამ რეალობაში, რომელიც არის გაგრძელება წარსულის, სანამ ღარიბაშვილის გადაყენების საკითხი არ იქნება მომწიფებული, დემოკრატიულმა ოპოზიციამ დატოვოს პარლამენტი, რადგან ეს ხელს შეუწყობს ვითარების გამოჩენას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ისაუბრა.

კომენტარები