პრაიდის კვირეული

ევროპარლამენტარები 5 ივლისზე: ვგმობთ საქართველოს მთავრობის მოუმზადებლობას

ევროპარლამენტარები 5 ივლისის ძალადობის მოვლენებთან  დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადება 6 ივლისს გამოქვეყნდა.

"ჩვენ ძლიერ ვგმობთ თბილისში სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე გუშინდელ ძალადობრივ თავდასხმებს, რომელმაც, სამწუხაროდ, LGBTQ+ პრაიდის მარშს გაუქმება აიძულა. 

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ და რელიგიურმა წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს ხმამაღლა და ცხადად ელაპარაკათ პრაიდის მარშის წინ არსებული ჰომოფობიური რიტორიკის წინააღმდეგ. ვგმობთ საქართველოს მთავრობის მოუმზადებლობას, შეექმნათ უსაფრთხოების გარანტია ტოლერანტობისთვის მიძღვნილი შეკრებისთვის. 

როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, LGBTQ+ პირებს უნდა შეეძლოთ კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობა, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრება. 

საქართველოს მთავრობა სიტყვიერად გამოხატავდა საკუთარ ზრახვებს 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის ფორმალურ წარდგენაზე. ამიტომ, გვსურს მათ შევახსენოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობებით, ასევე ცნობილი, როგორც კოპენჰაგენის კრიტერიუმი, კანდიდატ ქვეყანას უნდა ჰქონდეს დემოკრატიის გარანტორი ინსტიტუციების სტაბილურობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების პატივისცემა და დაცვა. 

ჩვენ საქართველოს მთავრობისგან ველით, რომ ზემოხსენებულ თავდასხმებში დამნაშავეებს დააკავებენ და გაასამართლებენ კანონთან სრული შესაბამისობით". – წერია ევროპარლამენტართა განცხადებაში. 

 

კომენტარები