საქსტატი

2021 წლის I კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 4.5%-ი შეადგინა

Reuters

აქსტატმა დღეს ეკონომიკური ზრდის შესახებ დაზუსტებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელის მიხედვითაც 2021 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 275.7 მლნ. ლარს გაუტოლდა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 4.5 პროცენტით შემცირდა.

კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:

  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-54.0 პროცენტი),
  •  მშენებლობა (-19.4 პროცენტი),
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება  (-25.4 პროცენტი),
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-6.4 პროცენტი),
  • ტრანსპორტი და დასაწყობება (-9.0 პროცენტი),
  •  ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-34.0 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (24.0 პროცენტი),
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა (50.3 პროცენტი),
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (13.3 პროცენტი),
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა (3.9 პროცენტი), 
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია (16.8 პროცენტი). 

 

კომენტარები