მკვლელობა ლენტეხში

ლენტეხში კაცს სასიკვდილოდ სცემეს – დაწყებულია გამოძიება

Tabula

ლენტეხში მამაკაცს სასიკვდილოდ სცემეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჩხუბის ნიადაგზე მძიმედ დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სავარაუდო ბრალდებულთა დაკავების შესახებ შსს ამ დროისთვის ინფორმაციას არ ავრცელებს.

კომენტარები