ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

ლომჯარია: სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ბავშვთა უფლებების დასაცავად

პირველ ივნისს ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღეს, როდესაც არაერთი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში, განიცდის ძალადობას, უგულებელყოფილია ჯანდაცვის, განათლების, განვითარების საჭიროებები, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა გასცდეს სიმბოლურ დატვირთვას და სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას მათი უფლებების დასაცავად. 

საქართველოში, 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვმების რაოდენობა 152.000-დან 186.000-მდე გაიზარდა. ხარვეზებთან იყო დაკავშირებული დისტანციური სწავლების პროცესიც, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის, სიღარიბეში და სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის. 2020 წელს, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპოლატაციის 254 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება

წერს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

კომენტარები