ანაკლიის პორტი

გახარია: ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს, პროექტის ჩაშლის მიზეზი უხარისხო ინვესტორი იყო

ანაკლიის პორტი, ღრმაწყლოვანი პორტი ამ ქვეყანაში უნდა აშენდეს, სამწუხაროა, რომ ის პროექტი ჩაიშალა, მაგრამ ამ პროექტის ჩაშლის ძირითადი მიზეზი იყო უხარისხო ინვესტორი, რომელმაც თავისი ვალდებულება ვერ შეასრულა, ეს სიმართლეა, ეს ასეა, რომ მოელით, რომ დღეს პოზიციას შევიცვლიდი, მე მაშინაც სიმართლეს ვამბობდი, ეს ობიექტური რეალობაა... კერძო ინვესტორმა ვალდებულებები ვერ შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა დამატებით გაიზარდა ოთხჯერ თუ ხუთჯერ, რაც შეეძლო აქ სახელმწიფოს, ყველაფერი გააკეთა და მამუკა ხაზარაძის ნაცვლად სახელმწიფო პორტს ვერ ააშენებდა

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ტელევიზიებთან შეხვედრისას.

კომენტარები