მე-10 მოწვევის პარლამენტი

"უზრდელი ხარ"– გიორგი ვაშაძე ლევან იოსელიანს პარლამენტში სიტყვიერად დაუპირისპირდა

კადრი ვიდეოდან/ ტვ.პირველი

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე და მოქალაქეების დეპუტატი ლევან იოსელიანი პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

"რა პრეტენზია გაქვს ვერ გავიგე, შენ თავს მიხედე, უზრდელი ხარ, წესიერად მელაპარაკე, ქუჩაში კი არ ხარ, პარლამენტში ხარ". – მიმართა ვაშაძემ იოსელიანს, რაზეც დეპუტატმა უპასუხა, რომ ვაშაძეს "ხელები დაემოკლებინა" და "ხმას მინდა ავუწევ, მინდა არა".

მოგვიანებით იოსელიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მასა და ვაშაძეს შორის სერიოზული არაფერი მომხდარა და მათ უბრალოდ ხმამაღლა ისაუბრეს.

იოსელიანის თქმით, მას გიორგი ვაშაძესთან საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები.

"მე ვერ დავარქმევდი ამას კონფლიქტს. ოდნავ ავუწიეთ. ჩვენ ვმუშაობთ საპენსიო რეფორმაზე. სამუშაო ჯგუფი გვაქვს ამასთან დაკავშირებით. საკომიტეტო მოსმენაც იყო, კონკრეტული ინიციატივები გვაქვს. მე მასთან კანონპროექტის შესახებ მქონდა კითხვა, რას ეხებოდა ის კანონპროექტი, რაც შემოიტანა. შეიძლება ცოტა ემოციურია და ისე არ მიიღო, როგორც უნდა მიეღო. რაღაც კითხვებზე პასუხები მივიღე, რაღაცაზე ვერ მივიღე და ამას მოჰყვა შელაპარაკება". – აღნიშნა ლევან იოსელიანმა. 

 

კომენტარები