დამოუკიდებლობის დღე

კალაძე: დარწმუნებული ვარ, დღეს ხარობენ მათი სულები, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა

ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან დღეს. ყველამ კარგად ვიცით, რამდენად რთული იყო ბრძოლა დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის, შენარჩუნებისთვის, შემდეგ დაბრუნებისთვის და მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც თავი დასდო ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, მათი სულები დღეს ხარობენ, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია. მინდა, დიდი სიყვარულით მივულოცო სრულიად საქართველოს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღე.

სამწუხაროდ, დღეს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი
ოკუპირებულია, მაგრამ ეს ყველაფერი არის დროებითი. მომდევნო
წლების განმავლობაში, გონიერებით, განათლებით, ქვეყნის
ეკონომიკური განვითარებით უნდა შევძლოთ ამ ტერიტორიების
დაბრუნება

თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ისაუბრა.

კომენტარები