ევროპული საქართველო

26 მაისთან დაკავშირებით ევროპელები პირველი რესპუბლიკის შესახებ ფოტო-გამოფენას მართავენ

დღეს, 26 მაისს, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული საქართველო პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ ფოტო-გამოფენას მართავს.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ გამოფენაზე ევროპელები მარო მაყაშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის გამოსახულებით მაისურებს არიგებენ.

ღონისძიებაზე პირველი რესპუბლიკის ცხოვრებიდან სხვადასხვა ეპიზოდი, ფიგურა, ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფაქტებია წარმოდგენილი.

აქცია-პერფორმანსი 10:00 საათზე დაიწყო და 13:00-მდე გაგრძელდება.

კომენტარები