საქართველო-პოლონეთი

პოლონეთის პრეზიდენტი 26 მაისს თბილისში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვა

nto.pl

პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისს ეწვევა. ანდჟეი დუდა თბილისში ცოლთან ერთად 26 მაისს ჩამოვა და თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება. პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ანდჟეი დუდა საღამოს ოპერისა და ბალეტის თეატრშიც მივა, სადაც 26 მაისთან დაკავშირებით გალა კონცერტია დაგეგმილი. 

მეორე დღეს პოლონეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას შეხვდება, რის შემდეგაც, ანდჟეი დუდა და სალომე ზურაბიშვილი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

პოლონეთის პრეზიდენტი შეხვედრებს საქართველოს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც გამართავს.

კომენტარები