რუსული ოკუპაცია

სუს: ოკუპირებული ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია

ოკუპანტების მიერ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყებაში ამბობენ, რომ ალან ჯაფარიძე  ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ,დააკავეს. ოკუპანტებმა ფაქტის შესახებ ინფორმაცია 2021 წლის 21 აპრილს, "ცხელი ხაზის" საშუალებით გააზიარეს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ზემოხსენებული მექანიზმის საშუალებით, მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან. პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე.

ინფორმაცია უკანონო დაკავების ფაქტის შესახებ, დაკავებულის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მხოლოდ მისი გათავისუფლების შემდეგ გასაჯაროვდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიმართულებით". – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები