ეკონომიკა

შეზღუდვების შედეგად, აპრილში ინდოეთში 7.5 მლნ ადამიანმა სამსახური დაკარგა

Photo: AP

კორონავირუსის მორიგმა ტალღამ აზიაში სიდიდით მესამე ეკონომიკის მქონე ქვეყნის, ინდოეთის შრომის ბაზარზე საგრძნობლად იმოქმედა. ინდოეთის ეკონომიკის მონიტორინგის ცენტრის (CMIE) მონაცემებით, ქვეყნის უმუშევრობის დონე აპრილში 8%-მდე გაიზარდა, რაც 4 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მარტში უმუშევრობის დონე 6.5% იყო. 

უმუშევრობის დონის ზრდა გამოწვეულია იმით, რომ აპრილში, კოვიდის შემთხვევების ზრდის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად, 7.5 მილიონამდე ადამიანმა ინდოეთში სამსახური დაკარგა. 

2020 წლის აპრილში, პანდემიის პირველი ტალღის დროს, ინდოეთში უმუშევრობის დონე 23.5% იყო, მაისში კი 27.1%, რის შედეგადაც 122 მილიონი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. 

ოფიციალური მონაცემებით, ინდოეთში 24 მილიონზე მეტი კორონავირუსის შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 262 350 გარდაიცვალა, ხოლო 20 მილიონამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კოვიდაფეთქება ინდოეთში – გაკვეთილი განვითარებადი ქვეყნებისთვის

კომენტარები