ნიკა მელიას საქმე

დეკანოიძე: EU-ს მიერ გირაოს გადახდა მელიას პოლიტპატიმრად გამოცხადებაა მსოფლიოს მასშტაბით

ევროკავშირის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული საქმის აღიარება, ნიკას პოლიტპატიმრად მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოცხადება - ეს არის ჩვენი მეგობრების მიერ დეკლარირებული გირაოს მთავარი შინაარსი. 

ოფიციალურად გაფორმდა, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. დარწმუნებული ვარ, ნიკა ძალიან მალე თავისუფლებაზე იქნება!

წერს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

დღეს, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. მათივე ცნობით,  გირაოსთვის თანხა ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის გამოყო, ხოლო ხელისუფლებას 40 000 ლარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.

კომენტარები