ფაიზერმა დაამთავრა [კვლევა] მხოლოდ იმ რვა კომპანიიდან, რომელთა ვაქცინებიც დღეს მსოფლიოში გამოიყენება და იმედი მაქვს, რომ ზაფხულში ეს გამრავლდება, ამ კომპანიების და ვაქცინების რაოდენობა. ჯერჯერობით ეს მესამე ფაზის კვლევა ბავშვებზე, ანუ 12 წლის ზემოთ, აქვს მხოლოდ ფაიზერს ჩატარებული. შეაჩერა ეს ასტრაზენეკამ, დაწყებული ჰქონდა კვლევები და ასევე კიდევ რამდენიმე კომპანიამ. რამდენადაც მე ვიცი, შეიძლება არის კიდევ უახლესი ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ მაქვს მე, ამერიკის წამლის სააგენტოს, ჯერჯერობით, არ ჰქონდა მიცემული დასტური ბავშვებში გამოყენებაზე. კანადას, რასაც მეუბნებით, შეიძლება მესამე ფაზის კვლევაა და არაა უკვე დანერგვა ვაქცინის. თუმცა, გიდასტურებთ იმას, რომ თუ ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდა, ისე, რა თქმა უნდა, რთული იქნება პანდემიის დასრულება. რადგან, კარგია ის, რომ ეს ვირუსი ნაკლებად ერჩოდა ბავშვებს, იცით, რომ შედარებით ადვილად იტანენ ამ ინფექციას ბავშვები, მაგრამ ისინი არიან აქტიური გამავრცელებლები.
tbl.ge/5jbj
დაკოპირდა
ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე TV პირველის ეთერში. კანადის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 12-15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის Pfizer/BionNTech-ის კორონავირუსის ვაქცინით აცრა დაუშვეს.
ამავე თემაზე
- რისკ-ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყება – გაბუნია
- ჩხაიძე: გრიპის შემთხვევები უკვე აღირიცხა, რისკ-ჯგუფები ყურადღებით უნდა იყვნენ
- გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 16 ოქტომბერს დაიწყება – ვის შეეძლება უფასოდ აცრა (სია)
- გამყრელიძე: გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემ თავზე, ასევე თქვენზეც, ვინც არ აცრილა
- გამყრელიძე ვაქცინაციაზე: რთული იყო ამ ამინდებში სოფელ-სოფელ სიარული, აპრილიდან აღვადგენთ