კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 077 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 31 645 ტესტი

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 31 645 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 442 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.4%, ბოლო 14 დღის - 2.77%, ბოლო 7 დღის - 2.04 %.

ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევიდან თბილისში 641 გამოვლინდა, აჭარაში - 97, იმერეთში - 52, ქვემო ქართლში - 44, შიდა ქართლში - 38, გურიაში - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 109, კახეთში - 36, მცხეთა-მთიანეთში - 22, სამცხე-ჯავახეთში - 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 548, საიდანაც 2 720 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 400 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 6 428 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 466 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პაციენტი.

16 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 293 321 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 279 831 გამოჯანმრთელდა, 3 916 კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, "მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების მენიუს, რაც გამოვიარეთ". თამარ გაბუნიამ არ გამორიცხა, ორ კვირაში ტრანსპორტის მოძრაობა "ლოკალურად შეიზღუდოს".  უკვე ცნობილია, რომ 4-11 მაისი უქმეებად გამოცხადდება. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები