კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ძალიან გვინდა, აღდგომა მშვიდად ჩატარდეს და არ დაგვჭირდეს დამატებითი შეზღუდვები

საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ მდგომარეობა სერიოზულია და ყოველდღიურად 8-10 გარდაცვალებაა კოვიდით გამოწვეული, ინფიცირებულთა მაჩვენებელი კი იზრდება. ძალიან გვინდა, რომ ყველაზე დიდი დღესასწაული, აღდგომის დღესასწაული ჩატარდეს მშვიდად და არ დაგვჭირდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება ქვეყანაში და ეს შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სიტუაცია გაუარესებულია, ის სრულად მართვადია და შესაძლებელია, თავი ავარიდოთ ახალ შეზღუდვებს...

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველ არხთან საუბრისას თქვა. 

კომენტარები