ოკუპირებული ტერიტორიები

მდინარე ენგურიდან მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

მდინარე ენგურიდან მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ოკუპირებული გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ. 

შსს-ს ინფორმაციით, კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები