ქართული ოცნება

სამხარაძე ვოლსკიზე: ადამიანს დედას თუ შეაგინებ, შეიძლება ნერვებმა უმტყუნოს

შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ პოლიტიკოსს და ნებისმიერ საჯარო პირს აქვს თმენის ვალდებულება და, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს კარგი საქციელი არ არის. იცით რა, ძალიან რთულია იმ ეპიზოდში, თან, თქვენ [ჟურნალისტი] რაღაცებს არ ყვებით, როგორც აქ ჩემს წინ გამომსვლელმა თქვა, თურმე აგინებდნენ მას. თქვენ ამბობთ, მონა უწოდეს, ვიღაც ამბობს აგინებდა, ადამიანს შეიძლება რაღაც მომენტში ნერვებმა... ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მომენტში, თუ მას შეურაცხყოფას აყენებენ უხამსი ფორმით, შეიძლება ნერვებმა უმტყუნოს.

არ აქვს მნიშვნელობა [გია ვოლსკი] რომელი მოწვევის პარლამენტის წევრია, შეიძლება 27-ე მოწვევის წევრი იყოს, მაგრამ ადამიანს დედას თუ შეაგინებ, შეიძლება მას ნერვებმა უმტყუნოს, ძალიან ელემენტარულ ჭეშმარიტებაზე მალაპარაკებთ...

ასე აფასებს ქართული ოცნების დეპუტატი, ნიკოლოზ სამხარაძე, თავისი თანაპარტიელის - გია ვოლსკის შეურაცხმყოფელ ჟესტს აქტივისტების მისამართით.

კომენტარები