ეკონომიკა

ასლი: პოზნერის მიმართ პროტესტი ეკონომიკას ვერ დაარტყამს, რამაც დაარტყა, 2013 წლიდან სულ ხდება

იმ „დრამის მეფეებსა და დედოფლებს“, რომლებიც აცხადებენ, რომ ვლადიმირ პოზნერის საწინააღმდეგო პროტესტი ეკონომიკისათვის დარტყმა იქნება, ვეტყვი:

არა! პროტესტი ვლადიმირ პოზნერის წინააღმდეგ ეკონომიკას ვერ დაარტყამს.

რამაც ეკონომიკას დაარტყა, ყოველდღე ხდება 2013 წლიდან მოყოლებული, სისტემური კორუფცია და ნეპოტიზმი, გადაწყვეტილებების მიმღებთა სრული არაკომპეტენტურობა, უცხოელი ინვესტორების რეკეტი და შევიწროება, სასამართლო სისტემაში სისტემატური ჩარევა, რამაც მისი სრული დესტრუქცია გამოიწვია, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებისა და დევნის გამო მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობა, ყოვლად უსარგებლო და პოპულისტური სოციალური პროგრამების დაფინანსება, რამაც ქვეყანა ვალებში დაახრჩო.

ყველაფერი ამის შედეგია ნულოვანი ზრდა მშპ დოლარში ბოლო 8 წლის მანძილზე და ლარის სისტემატურად გაუფასურება, რომელიც სიღარიბის გავრცელებასა და უპრეცედენტო მასშტაბის ტვინების გადინებას უწყობს ხელს

წერს ბიზნესმენი ფადი ასლი Facebook-ზე.

კომენტარები