პოზნერის ვიზიტი

ხვიჩია პოზნერის ვიზიტზე: ისეთი ქცევა, როგორიც ქუჩებში ხდებოდა, არ გვეკადრება ქართველებს

საქართველოში ბევრი ადამიანი დადის, რომელსაც საქართველოს ტერიტორიულ მოწყობაზე, მის კონსტიტუციაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე წინააღმდეგობრივი მოსაზრებები აქვს. ასეთი ადამიანები არიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც. ჩემი აზრით, ისეთი ქცევა, როგორიც გუშინ თბილისის ქუჩებში ხდებოდა, არ გვეკადრება ქართველებს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ პოზნერი კარგი კაცია, საქართველოზე გული შესტკივა და ა.შ. უბრალოდ ასეთი ქცევა საპასუხოდ იმისა, რომ ვიღაცას რაღაცა არ მოსწონს და იმ კონცერტების დადგმა ჩემთვის არის მიუღებელი, რაც არ უნდა არაპოპულარულად მოგეჩვენოთ ეს ნალაპარაკები.

ამბობს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია რუსი პროპაგანტისტი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერისა და მისი მეგობრების საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. 

პოზნერმა და მისმა სტუმრებმა მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

კომენტარები