პოზნერის ვიზიტი

ბოკერია: რატომ უნდა იყოს გამონაკლისი პოზნერი, როდესაც შეზღუდვებით წელში ტეხავ მოქალაქეებს?

"პოზნერი არის პუტინის პროპაგანდისტი, ჯერ საბჭოთა პერიოდის პროპაგანდისტი იყო, იმ ჯოჯოხეთური რეჟიმის ნაწილი". – ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია  ვლადიმირ პოზნერზე, რომელიც დღეს, 31 მარტს, საქართველოში დაბადების დღის გადასახდელად ჩამოვიდა.

"რატომ უნდა გაუკეთო გამონაკლისი ესეთ ადამიანის, როცა შენ მოქალაქეებს უზღუდავ რაღაცას ისეთს, რაც, ჩემი აზრით, უაზროა და დისპროპორციული და წელში ტეხავ ბიზნესსაც და ჩვენ მოაქალაქეებს, ამას რატო აძლევ პრივილეგიებს? – კითხულობს გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია პოზნერის ჩამოსვლას ადარებს გავრილოვის საქართველოში შემოშვებას და ამბობს, რომ ეს სინამდვილეში არა ხელისუფლების შეცდომა, არამედ მათი მიდგომაა, ასეთ სამყაროში ხედავენ ისინი თავს.

"გავრილოვის ამბავი შეცდომა კი არ იყო, "შეცდომა", რომ გინდა, პუტინის მიერ კონტროლირებადი იდეოლოგიურ ორგანიზაციასთან სიახლოვე გქონდეს, ვგულისხმობ ასოციაციას, რწმენის და მართლმადიდებლობის სახელით ვითომ... რუსეთი ხომ ამას იყენებს, ამ იარაღს. ეს არის ამ ხალხის მიდგომა, ივანიშვილის, პერსონალურად მისი გარემოცვის. მათი სამყაროა ეს და ამაში ხედავენ საკუთარ თავს, რომ უნდა შემოვუშვათ პუტინის პროპაგანდისტი". – ამბობს გიგა ბოკერია

გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის რუსული ასოციაცია არის ევროპული თავისუფალი სამყაროს ალტერნატივა და ამ ყოველივეს რელიგიის სახელით ნიღბავენ.

"გავრილოვის შემთხვევაში ხომ აქტიურად მუშაობდნენ, რომ ეს ასოციაცია, რუსეთის კონტროლის ქვეშ ალტერნატივაა ევროპული სტრუქტურების, მათი აზრით, არსებობს თავისუფალი სამყარო და ვითომ კიდევ მართლმადიდებლური სამყარო და ამით ცდილობენ რელიგიის გამოყენებას, ეს პირველი შემთხვევა არ არის, ამას რუსეთი ისტორიულად ცდილობდა". – ამბობს გიგა ბოკერია 


რუსი ტელეწამყვანი ვლადიმერ პოზნერი, რომელსაც ხვალ 87 წელი უსრულდება, დაბადების დღის გადახდას საქართველოში აპირებს.

ფორმულას ინფორმაციით, თვითმფრინავი საქართველოში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ვლადიმირ პოზნერთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ რუსი ჟურნალისტები და შოუბიზნესის წარმომადგენლები.

კომენტარები