ვლადიმერ პოზნერის ვიზიტი

ხოშტარია: ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად თბილისში ჩამოდის

დროა

პოლიტიკური მოძრაობა დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია Facebook-ზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი ხვალ საქართველოში ჩამოდის. ხოშტარიას თქმით, პოზნერის ვიზიტის მიზეზი მისი 87-ე დაბადების დღეა, რომლის აღნიშვნას ის თბილისში აპირებს.

ვლადიმირ პოზნერი ცნობილია თავისი ანტიქართული განწყობით, მას ეკუთვნის სიტყვები – "აფხაზეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".

კომენტარები