ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო: საქართველოს ვერცერთი მოქალაქე ვერ იქნება დიასპორა

ევროპული საქართველო
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო ეხმაურება და აკრიტიკებს ქართული ოცნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობების საბჭო დიასპორის კომიტეტის ბაზაზე შეიქმნა. 

ევროპული საქართველოს შეფასებით, მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება გაგრძელებაა ხელისუფლების არასწორი, პროვოკაციული და სახელმწიფოებრივად გაუმართლებელი ნაბიჯებისა, რომელიც საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებს უთანასწორო პოზიციაში აყენებს. 

"ტერმინი "დიასპორა" ადგილობრივ კონტექსტში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჯგუფის აღსაწერად გამოიყენება. საქართველოს ვერცერთი მოქალაქე ვერ იქნება დიასპორა, რადგან თითოეული მათგანი, მიუხედავად თავიანთი ეთნიკური წარმომავლობისა, ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების არასწორი, გამრუდებული წარმოდგენის პროდუქტია, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს თანასწორად არ განიხილავს. ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მფარველობს, აძლიერებს და ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს, რომელთა უმრავლესობა სწორედ ეთნიკურ, რელიგიურ შუღლს აღვივებს. სწორედ ეს კონტექსტი ხდის შემაშფოთებელს ამგვარი კომისიის შექმნას დიასპორის კომიტეტის ბაზაზე". – წერია განცხადებაში. 

ევროპული საქართველო ეხმაურება იმ ფაქტსაც, რომ ხელისუფლებამ ე.წ კომენდანტის საათი არ მოხსნა ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის ნოვრუზის დღესასწაულზე, რომელიც 21 მარტს აღინიშნება. 

"ხელისუფლებამ ეს შეზღუდვა უმრავლესობაში მყოფი რელიგიური ჯგუფისთვის უკვე გააკეთა, თუმცა, იმავეს გაკეთება უმცირესობისთვის არ ისურვა. ხელისუფლება ფეხბურთის მატჩზე დასწრების მსურველებს გადაადგილების უფლებას აძლევს, ხოლო იმავეს გაკეთება არ უნდა საქართველოს ათიათასობით მოქალაქისთვის, რომლებიც 21 მარტს ზეიმობენ დღესასწაულს, რომელიც საუკუნეებია, ჩვენს ქვეყანაში აღინიშნება. 

ქართული ოცნების ეს პოლიტიკა, ერთი მხრივ, სამოქალაქო უფლებებს ლახავს, არღვევს სამოქალაქო მშვიდობას, ახალისებს ძალადობრივ სიძულვილის ჯგუფებს, მეორე მხრივ, საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს  და ჩვენი ქვეყნის მტრებს პროვოკაციების მოსაწყობად ხელსაყრელ ნიადაგს უქმნის". – წერია განცხადებაში. 

კომენტარები